Friday, March 12, 2010

სასწავლო პროექტი






  1. პროექტის სახელი: ლიტერატურული კაფე.  
  2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეძლებენ XX ს–ის სხვადასხვა მხატვრული მიმდინარეობის ხელოვნების ნიმუშების ამოცნობას, ამ მიმდინარეობის სტილით საკუთარი ნამუშევრების შექმნას, მხატვრული ნაწარმოებებიდან მიღბული ასოციაციების გააზრებას და გარკვეული ლიტერატურული ფორმით გადმოცემას.
  3. პროექტის სრული აღწერა:ინტერნეტის საშუალებით მოსწავლეებს ვაცნობ XX ს–ის სხვადასხვა მხატვრულ მიმდინარეობებს: ფოვიზმი,ექსპრესიონიზმი, კუბიზმი, სიურეალიზმი, აბსტრაქციონიზმი, პოპ–არტი, ჰიპერრეალიზმი. განვიხილავთ ცნობილი მხატვრების სხვა და სხვა სტილის ნამუშევრებს და თითოეულ გაკვეთილზე ვხატავთ სხვადასხვა სტილში,ყოველი გაკვეთილის ბოლოს ვაწყობღ გამოფენას და შევარჩევთ ისეთ ნახატებს რომელიც პროექტის განხორციელებისთვის გამოგვადგება. მოსწავლეებს ვავალებ კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით გაამზადონ მოსაწვევები. მოსწავლეებს ვავალებ ინტერნეტში მოიძიონ XXს–ის პოეტების ლექსები და XXს–ის კომპოზიტორთა ნაწარმოებები რომლითაც თავიანთ ნახატებს გააფორმებენ.

  4. მონაწილეთა ასაკი: 15 წელი.

  5. ვადები/ხანგრძლივობა:ორი კვირა

  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეებს წინასწარ აქვთ განაწილებული როლები. უკვე ნახატებით გამოფენილ დარბაზში შესაბამისი მუსიკის ფონზე წაიკითხავენ ნახატით გამოწვეული ემოციების შესაბამის ლექსებს რათა ნახატით გამოწვეული ემოცია ლექსით გააძლიერონ. მოსწავლე ,,დიასახლისები" მოწვეულ სტუმრებს შესთავაზებენ კუბისტური და აბსტრაქტული სტილით გაფორმებულ მათ მიერ გამომცხვარ ნამცხვრებს. 

           საღამოს ბოლოს აირჩევენ ყველაზე: მომხიბვლელი დიასახლისი, ყველაზე საინტერესო ნამუშევარი (ნახატი); ყველაზე საინტერესოდ წაკითხული ლექსი.

  ბოლოს კი ნახატების აუქციონსაც მოაწყობენ და შემოსულ თანხას  გამოიყენებენ ხელოვნების ოთახისათვის საჭირო ილუსტრაციების შესაძენად;

  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ა.იყენებს კონტრასტულ ფერებს ფერის ჟღერადობის გასაძლიერებლად და ემოციების გადმოსაცემად.

  ბ) ფერწერული ნამუშევრის შექმნისას იყენებს ტრადიციულ და არატრადიციულ იარაღებს და ტექნიკას.

გ) ქმნის სტილიზებურ ნამუშევარს.

დ) ატარებს ექსპერიმენტს შერჩეულ სფეროში(მხატვრობა,დიზაინი,ფოტოგრაფია და ა.შ.) მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.

  ე) ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმდევრობას, ფუნქციებს, მოვალეობებს.

  ვ) კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ქმნის მოსაწვევი და მისალოცი ბარათების ესკიზებს, ასევე ზეიმების და თეატრალური წარმოდგენის აფიშებს.

ზ) ახასიათებს თანამედროვე ხელოვნების რამდენიმე მიმდინარეობის ცნობილ ნიმუშს.

 თ) ამოიცნობს და მსჯელობს სხვადასხვა მხატვრის ინდივიდუალურ მანერაზე.

8. სარგებელი სხვისთვის: დაუვიწყარი, სასიამოვნო გარემოს შექმნა.

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. მოსწავლეები სხვა სკოლებიდან: არა.

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო ჯგუფებთან კავშირი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

12. პროექტის ფასილიტატორი: ხათუნა გორდელაძე

13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: xatunagordeladze@gmail.com